
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაცია წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტი 18-19 ივლისს ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის მიწვევით თეირანს ეწვევა და მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომას დაესწრება.
შეხვედრაში მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც მიიღებს.
შეხვედრაზე სირიაში მიმდინარე მოვლენები, ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის და ჰუმანიტარული საკითხები იქნება განხილული.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების ცალკე შეხვედრა.