"უცნობი" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

გია გაჩეჩილაძე, "უცნობის" გამოკითხვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ის უწყებაში ისე შევიდა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

"უცნობი" საგამოძიებოში "მთავარი არხის" თანამშრომლების მოსმენების საქმეზეა დაბარებული. 

"ქართული ოცნების" მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა "უცნობმა" აუდიოჩანაწერები 13 ივლისს გაასაჯაროვა. აუდიოჩანაწერში ისმის გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტებისა და პროდიუსერის საუბარი და გადაცემის დაგეგმვის პროცესი.

მათი საუბარი სავარაუდოდ 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში ჩაიწერეს, სწორედ ამ დროს არის გასული ის რეპორტაჟი, რომლის შესახებაც ისინი მსჯელობენ. სიუჟეტი სუს-დან გამოჟონილ ფაილებს ეხებოდა, კონკრეტულად როგორ იყენებს ხელისუფლება ნასამართლევ ადამიანებს არჩევნების დროს ხმების მოსაგროვებლად. 

უკანონო მოსმენებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის  ფაქტზე დაიწყო და მთავარი არხის თანამშრომლები გამოკითხა. ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებებიც. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი