უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე დაჯგუფება "ვაგნერი" იბრძვის - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" უკრაინაში მძიმე დანაკარგი განიცადა. 

მათივე თქმით, რუსეთი დაჯგუფებას იყენებს, რათა ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი სამხედროების ეფექტურობა გააძლიეროს - აღნიშნული დანაყოფი რუსეთმა, გამოიყენა მოწინავე პოზიციების გასაძლიერებლად და არმიის პირად შემადგენლობაში დანაკლისის შესავსებად - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს,  რომ ლუგანსკში ამ დაჯგუფების მიერ გაკეთებული საქმისთვის „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭეს.

გარდა ამისა დაზვერვა წერს, რომ ვაგნერმა შეიარაღებული პირების დაქირავების სტანდარტები დაწია და კერძო კომპანიაში იღებენ  შავ სიაში შეტანილ გასამართლებულ პირებსაც. მიღებულთა მომზადება, კი შეზღუდულად მიმდინარეობს, რაც დაჯგუფების არაეფექტიანობაზე აისახება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი