ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილში, ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციას შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილისთვს გადარიცხვების შესაჩერებლად იყენებს და მის უფლებებს ლახავს:
"რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს." წერს ღარიბაშვილი.
წერილის დიდი ნაწილიც სწორედ ივანიშვილის დაცვას და იმის მტკიცებას ეძღვნება, რომ ის ოლიგარქი არ არის.
ღარიბაშვილმა ურსულა ფონ დერ ლეიენს დღეს 2 წერილი მიწერა. მათ შორის ერთი რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოსახლეობისთვის გავრცელებული წერილია.