ნიუ-იორკში, ბრაიტონ ბიჩისა და კონი აილენდის გამზირს „უკრაინის გზა“ დაერქმევა

გამოქვეყნდა:

ნიუ-იორკის საქალაქო საბჭომ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ბრუკლინში, ბრაიტონ ბიჩის გამზირსა და კონი აილენდის გამზირს „უკრაინული გზა“ ეწოდება - ამის შესახებ გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა სერგეი კისლიციამ Twitter-ზე განაცხადა.

უცხოური მედია წერს, რომ ბრაიტონის ბიჩის არეალი ცნობილი გახდა 1970-იანი წლების შუა ხანებში. 
ძირითადად ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან რუსულენოვანი მიგრანტების სიმრავლის გამო. ადგილს ერქვა "პატარა ოდესა". ამჟამად აქ მდებარეობს ნიუ-იორკის უდიდესი რუსულენოვანი ინფრასტრუქტურა - დაწესებულებები, რადიოსადგურები, მაღაზიები, გაზეთები, სკოლები და მრავალი სხვა.

სახელის გადარქმევა შეეხება მხოლოდ ორ გამზირს და არა მთელს ამავე სახელწოდების უბანს, რომელიც მის გვერდით მდებარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი