რუსეთმა Google "აკრძალული შინაარსის" ვიდეოს გამო, $400 მილიონით დააჯარიმა 

გამოქვეყნდა:

რუსეთის სასამართლომ Google თითქმის 22 მილიარდი რუბლით დააჯარიმა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სასამართლომ Google დამნაშავედ ცნო „რუსეთში აკრძალულ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვების განმეორებით დარღვევაში“ და დააჯარიმა საერთაშორისო IT გიგანტი თითქმის 22 მილიარდი რუბლით (დაახლოებით $400 მილიონი).

რუსეთის სასამართლოებმა დასავლური სოციალური ქსელების დაჯარიმება მხოლოდ 2021 წელს დაიწყეს რუსეთში აკრძალული ინფორმაციის არ წაშლის გამო. ადმინისტრაციულ კოდექსს 2020 წლის ბოლოს დაემატა შესაბამისი 13.41 მუხლი.

როსკომნადზორი აგზავნის ოქმებს სასამართლოში, თუ სოციალური ქსელები უგულებელყოფს მარეგულირებლის მოთხოვნებს და არ დაბლოკავს პუბლიკაციებს, რომელზეც მიუთითებს ხელისუფლება.

თავდაპირველად, სასამართლოები აჯარიმებენ სოციალურ ქსელებს მათთვის შედარებით მცირე თანხებით, მაგრამ თუ, როსკომნადზორისა და სასამართლოების თანახმად, დარღვევები გაგრძელდება და ქსელები არ ამოიღებენ „აკრძალულ შინაარსს“, მაშინ სასამართლო აკისრებს ბრუნვის ჯარიმას - ეს არის კომპანიების შემოსავლის გარკვეული პროცენტი. 

"როსკომნადზორმა 17 შეტყობინება გაუგზავნა შპს Google-ს და მოითხოვა, რომ YouTube-მა ამოიღოს "არაზუსტი ინფორმაცია" რუსეთის შემოჭრის შესახებ, რომელიც "დისკრედიტაციას უწევს" რუსეთის არმიას. ინფორმაციაარ წაშლილა, -წერს რია ნოვოსტი. 

ცნობისთვის, ეს ამერიკული კომპანიისთვის რუსეთისგან მეორე დაჯარიმებაა: 2021 წლის დეკემბერში იგი დაჯარიმდა 7,2 მილიარდი რუბლით (123,8 მილიონი დოლარი).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი