ბრძოლა ივანიშვილის გადასარჩენად | ოლიგარქიული რეჟიმის დადასტურება - ღარიბაშვილის წერილი ლეიენს

გამოქვეყნდა:

სპეცოპერაცია ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად ახალ ფაზაში გადადის. ირაკლი ღარიბაშვილი წერს წერილს საკუთარი პატრონის ევროპული სანქციებისგან გადასარჩენად, მაგრამ საბოლოოდ პირდაპირ ადასტურებს ოლიგარქიულ რეჟიმს საქართველოში.

მიზეზი მარტივია - ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირი, მთავრობის მეთაური, ევროკომისიის პრეზიდენტის წინაშე დაუფარავად ცდილობს მილიარდერის იმიჯის გადარჩენას და აპროტესტებს მის ოლიგარქად მოხსენიებას.

მაგრამ წერილის დაწერის მოტივები თვალშისაცემია ოპოზიციისთვისაც და დიპლომატიური წრეებისთვისაც. ელჩები ფაქტობრივად პირდაპირ სვამენ კითხვას - რატომ ცდილობს ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი ბიზნესმენის დაცვას, რომელმაც პოლიტიკაში მოიყვანა. მაგრამ ქართული ოცნებისთვის ეს მტკიცებულება არ არის - მმართველ პარტიაში ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს სტატუსი სხვებს ეკუთვნის. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი