რა კომპრომატებს ფლობს სოსო გოგაშვილი "ოცნების" წინააღმდეგ | მმართველი პარტია ისევ თავს იმართლებს

გამოქვეყნდა:

მმართველი პარტია შურისძიებას უარყოფს. "ქართული ოცნების" დეპუტატებს არც კი უნდათ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ბედის განხილვა და გამოძიებისკენ გვამისამართებენ. უფრო მეტიც, პარტიის ყველა ლიდერმა ფაქტობრივად უარყო სოსო გოგაშვილის რაიმე დამსახურება ან პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობა. მაგრამ ცნობილი ფაქტია, რომ სპეცსამსახურის უფროსის მოადგილე ოცნების ფაქტობრივი ხაზინადარი იყო.

ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციები ქართული ოცნების განმარტებებს ირონიით უყურებენ. ხელისუფლების ოპონენტებისთვის დადასტურებული ფაქტია კომპრომატის არსებობა მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც სავარაუდოდ გოგაშვილი ფლობს. ოპოზიციის ლიდერები უახლოეს მომავალში ამ ფაქტების ნაწილის გახმაურებას არ გამორიცხავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი