
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევზე თავდასხმა განხორციელდა. უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა „უნიანი“ წერს, რომ მკვლელობის მცდელობისა და მისი გამოძიების შესახებ ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია.
ირკვევა, რომ პატრუშევმა თავი ცუდად გუშინ საღამოს იგრძნო, რის გამოც მას სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, თუმცა ახლა ისევ სახლში იმყოფება. ოფიციალური მოსკოვი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ხმების მიხედვით, პატრუშევი ვლადიმირ პუტინის მემკვიდრედ მოიაზრება.