ინსპექციამ ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები აიღო

გამოქვეყნდა:

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები აიღეს. უწყება აცხადებს, რომ მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.

"ტერიტორია გასუფთავდა ცაბაძის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილზე", - აცხადებს უწყება.

ინსპექციის ცნობით, გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, ახლომდებარე ბაზრობებზე სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ და რომ ისინი სპეციალური საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ.

ცნობისთვის, მოვაჭრეებს ბაზრების ტერიტორიებზე ვაჭრობა ძირითადად სპეციალური გადასახადის გამო არ სურთ, რადგან შემოსავალი აღარ რჩებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი