გადაეცი თქვენს მთავრობას, მე ვუყიდი ისეთივე მანქანას, ან უფრო უკეთესს, ოღონდ გამოუშვან ის უდანაშაულო კაციო - მაიკო ლომიძე დავით არახამიას შეხვდა

გამოქვეყნდა:

"პოსტ ფქტუმის" ჟურნალისტი, მაიკო ლომიძე კიევში რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერს, დავით არახამიას შეხვდა. მისი თქმით, არახამიამ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოიკითხა და მის საქმესთან დაკავშირებით დეტალებით დაინტერესდა. 

არახამიამ თქვა, რომ საქართველოს მთავრობას უყიდის ისეთივე, ან უკეთესს მანქანას, რომლის გამოყენებასაც ნიკა გვარამიას ედავებიან, ოღონდ ის გამოუშვან.

"კიევში დავით არახამიას შევხვდი. პირველი ნიკა გვარამია მოიკითხა. დეტალები აინტერესებდა. ყველაფერი იცოდა რუსთავი 2ის ძველი ამბებიდან დაწყებული, მაგრამ რომ გაიგო, კომპანიის მანქანის გამოყენებისთვის იხდის სასჯელს, მითხრა, გადაეცი თქვენს მთავრობას, მე ვუყიდი ისეთივე მანქანას, ან უფრო უკეთეს მანქანას ვუყიდი, უნდა თვითონ მოიხმარონ, უნდა რუსთავის ორს გადასცენ, ოღონდ გამოუშვან ის უდანაშაულო კაციო. რას იტყვით, აბა? საქართველოს მთავრობა ძაან მაგარ მანქანას ვუყიდიო", - წერს მაიკო ლომიძე.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეზე დღეს, 19 ივლისს იმსჯელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი