
უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ივან ბაკანოვის უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებას. მომხრე იყო 8, ხოლო თავი შეიკავა 3-მა დეპუტატმა.
კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, გადაწყვეტილება უკვე უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა მიიღოს და არ არის გამორიცხული ეს საკითხი სხდომაზე დღესვე გავიდეს.
რაც შეეხება უკრაინის გენპროკურორის, ირინა ვენედიქტოვას საკითხს, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო, უკრაინის პრეზიდენტის განცხადება ვენედიქტოვას გადაყენების შესახებ.
მედიის ინფორმაციით, პარლამენტის ვებგვერდზე უკვე დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი „უკრაინის პრეზიდენტის მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“
ვენედიქტოვასა და ბაკანოვისთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ზელენსკიმ 17 ივლისს მიიღო.