იმერეთში მოკლული 54 წლის ვლადიმერ ცერცვაძის ოჯახი ვარაუდობს, რომ ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა და დანაშაულში სავარაუდოდ სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. ახლობლების თქმით, მკვლელობა სავარაუდოდ ვალის მოთხოვნას მოჰყვა. საუბარია 500 ლარზე.
"მე განვახორციელე ზარი საღამოს 6-ს აკლდა 10 წთ. მითხრა სახლში მოვდივარო, სავარაუდოდ მის მერე აქვს დარეკილი ამ მკვლელს და უთხრა ამა და ამ ადგილას მოდი კუთვნილ თანხას დაგახვედრებო. ეს ვერსია ვრცელდება, მაგრამ ბესოს შესაძლებლობებს თუ შეხედავთ, დიდი ვაჟკაცი იყო, მსოფლიო მესამე პრიზიორია, ერთი ადამიანი ვერაფრით ამას ვერ შეძლებდა" ამბობს მოკლულის მეუღლე
ცერცვაძეების ოჯახი ბრალდებულის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. ბრალდებული დაკავებულია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2 მუხლითაა აღძრული - განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტებზე.
შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ჭიათურაში 54 წლის მამაკაცმა ვალის გამო ნაცნობი იარაღით მოკლა და ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო, ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.