კრამატორსკში რუსებმა საცხოვრებელი უბანი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ავრცელებს.

ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ერთი გარდაცვლილის შესახებ, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი უბანი საავიაციო ბომბებით დაიბომბა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ცეცხლი გავრცელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი