სასამართლომ გალიფ ოზთურქი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გალიფ ოზთურქი წინასწარ პატიმრობაში დატოვა .პროკურატურა თურქი ბიზნესმენისთვის პატიმრობას ითხოვდა რადგან  მათ მიაჩნიათ, რომ მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს, დაცვის მხარემ პროცესზე სასამართლოს გირაოს სახით 1 მლნ ლარი შესთავაზა,  გარდა ამისა ოზთურქის უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში ელექტრონულ სამაჯურს ატარებდა, მაგრამ სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

თავად ბრალდებული პროცესს, დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, იგი წარდგენილ ბრალს უარყოფს.

ოზთურქის წინა სასამართლო სხდომა 26 ივლისს უნდა შემდგარიყო, თუმცა სხდომა პროკურატურის მოთხოვნით სექტემბრამდე გადაიდო . პროკურატურამ ეს მოთხოვნა ფინანსურ დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებით დაასაბუთა, რის გამოც შესაძლოა ოზთურქს ნარკოდანაშაულის გარდა, ახალი ბრალიც წარუდგინონ.

შეგახსენებთ, ოზთურქი ბათუმში 31 მაისს დააკავეს. ბიზნესმენს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი