ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - ყაველაშვილის მორიგი კონსპირაცია

გამოქვეყნდა:

"ოცნებიდან" ოფიციალურად წასული მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს ელჩის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებს და მორიგ კონსპირაციულ თეორიას ავითარებს. ყაველაშვილი ამბობს, რომ კითხვები ივანიშვილთანაც უნდა დაისვას. კერძოდ:

"ალბათ უკვე დადგა დრო, რომ მიუხედავად იმისა რომ არ ჩნდება ეს ადამიანი, ალბათ უნდა ვკითხოთ, არ არის პრობლემა რომ დავუსვათ ბიძინა ივანიშვილსაც კითხვები, რა ხდება ამ პროცესში, ეს ადამიანი ფიგურირებს ყველგან, გინდა არ გინდა ატანენ ძალას...

მე მაქ კითხვა მაგალითად, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ამის კვალობაზე ხომ არ ხდება რაღაცა შანტაჟი" ამბობს ყაველაშვილი.

შეგახსენებთ, "ოცნებიდან" ფორმალურად წასვლის შემდეგ, ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილის სამეულის თავდასხმების მთავარი ობიექტი სწორედ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და მისი წარმომადგენელია საქართველოში. კელი დეგნანის საწინააღმდეგო განცხადებებს ისინი თითქმის ყოველდღიურად აკეთებენ და წერილებსაც ავრცელებენ. ამტკიცებენ, რომ აშშ-ს საელჩო საქართველოში აფინანსებს და მხარს უჭერს იმათ, ვისაც ქვეყანაში "ომი უნდა".  
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი