საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა უკონტაქტო ვარჯიში დაიწყო

გამოქვეყნდა:

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პარკეტზე შესვლა და ვარჯიში მოახერხა. ნაკრების ყველა წევრმა თერმოსკრინინგი გაიარა, დარბაზში კი სპეციალური ჯგუფი ბურთებსა და ყველა ინვენტარს საგანგებო ხსნარით ამუშავებს, კოვიდმა უსაფრთხოება ყველაფერზე მაღლა დააყენა.

ნაკრები ვარჯიშობს, თუმცა ფიბა ჯერაც სანაკრებო ფანჯრისა და კალენდრის ძიებაშია, ჯერაც უცნობია მაყურებელს დაუშვებენ თუ არა განახლებულ სეზონში.

ნაკრებში არიან ახალგაზრდა კალათბურთელებიც, მათ შორის ბასკონიას კემპიდან დაბრუნებული გუგა ნაცვლიშვილი, რომელიც მამის სანაკრებო ტრადიციის გაგრძელებას გეგმავს. 

ცოტა ხნის წინ ალბათ წარმოუდგენლადაც ჟღერდა უკონტაქტო ვარჯიში, თუმცა დღეს, ფიბას რეკომენდაციებით მსგავსი ვარჯიშების მთელი პროგრამა შეიმუშავა. ნაკრების მწვრთნელი ამბობს, რომ თითოეული ვარჯიში და დღე ილიას ზუროსთანაა შეთანხმებული.

ის, რომ ვარჯიშს მონატრებული იყვნენ, ადასტურებენ მოთამაშეებიც. ფორმაში შედიან და მომავალ კლუბებზეც ფიქრობენ, ერთ დროს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.

ჯერაც უცნობია, როდის გახდება ვარჯიშები კონტაქტური, როდის ახმაურდება დარბაზები. ევროპული კალათბურთი შექმნილ ვითარებაში ყველაზე მოუმზადებელი აღმოჩნდა. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი