ისტორია მეორდება. ბიძინა ივანიშვილს კვლავ უწევს კულისებიდან გამოსვლა. ქვეყნის არაფორმალური მმართველის გადაწყვეტილება, რომელიც მმართველ გუნდს ფორმლაურად გამიჯნულმა ყაველშვილმა დაანონსა, ცხადყოფს, რომ თავად ოლიგაქრმა და მისმა ხელისუფლებამ კრიზისის უკიდურეს ნიშნულს მიაღწიეს.
მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელი გამოსვლაც ერთადერთ მიზანს ისახავდა, მორიგ შეტევას მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს ელჩზე ქართული ოცნების სრული შემადგენლობის თავდასხმა მოჰყვა.
ყაველაშვილი დღეს კიდევ უფრო შორს წავიდა და მოკავშირეები რევოლუციური სცენარის მომზადებაშიც დაადანაშაულა. ისევ ივანიშვილის დავალებით იმ შეხვედრის შესახებ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლიც ივანიშვილსა და დეგნანს შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შედგა და განმარტებებიც მოითხოვა.