შემზარავი მკვლელობის მსხვერპლის, ბესო აბდულაევის ოჯახი უმძიმესი დანაშაულის ყველა ფიგურანტის დასჯას ითხოვს. 40 წლის მამაკაცის ცხედარი ხევში დამწვარ ავტომობილში იპოვეს. სავარუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევა ინსცენირებულია, რადგან მოკლულს ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება, რაც უბედურ შემთხვევას გამორიცხავს.
ამ დროისთვის ძალოვანებს 54 წლის ბრალდებული ჰყავთ დაკავებული, თუმცა ოჯახი ფიქრობს, რომ ის მარტო არ მოქმედებდა და იმ შემთხვევაში თუ მკვლელობის ყველა ფიგურანტი საბრალდებო სკამზე არ აღმოჩნდა, აბდულაევები რადიკალურ პროტესტს აანონსებენ.
შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ჭიათურაში 54 წლის მამაკაცმა ვალის გამო ნაცნობი იარაღით მოკლა და ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო, ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.
ავტორები: ირაკლი ვაჩიბერაძე, გუგა მაისურაძე