კალიფორნიაში სატვირთო მანქანიდან $100 მილიონზე მეტი ღირებულების სამკაული მოიპარეს

გამოქვეყნდა:

კალიფორნიაში, ლოს ანჯელესთან ახლოს სატვირთო მანქანიდან 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ძვირფასი ქვები და სამკაული მოიპარეს. შემთხვევა 11 ივლისს გამთენიისას მოხდა.

შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, ძვირფასი ნივთები სამკაულების საერთაშორისო გამოფენაზე, სან ფრანცისკოსთან მახლობლად, სან მატეოში იყო გამოფენილი. სატვირთოს კი ნივთები ლოს ანჯელესში ერთ-ერთ ღონისძიებაზე გადაჰქონდა.

გამოფენის დირექტორმა განაცხადა, რომ სატვირთოდან წაღებულია 25-30-მდე ჩანთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი