
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბუნკერიდან გამოვიდა და ირანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს მეორე უცხოური ვიზიტია.
პუტინს შეხვედრები აქვს ირანის პრეზიდენტთან და ქვეყნის სხვა ლიდერებს შეხვდება. გარდა ამისა, ირანში შეხვედრა გაიმართება პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის.
განსახილველ თემებს შორის არის მარცვლეულის ექსპორტი, სირიისა და უკრაინის კონფლიქტები.
დასავლური მედიის თანახმად, ვიზიტი არის შანსი რუსეთისთვის, გააღრმავოს კავშირები ირანთან, რომელიც კრემლის ერთ-ერთ დარჩენილ საერთაშორისო მოკავშირეთა შორის.