
დიდ ბრიტანეთში პირველად დაფიქსირდა 40C-ზე მეტი (104F) ტემპერატურა. BBC-ს ცნობით თერმომეტრებმა ლინკოლნშირში მდებარე სოფელ კონინგსბიში 40,3 გრადუსი აჩვენა.
გარდა ამისა 33-მა სხვა ადგილმა გადალახა გაერთიანებული სამეფოს წინა ყველაზე მაღალი ტემპერატურა 38,7 გრადუსი, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა.
ჰითროუს აეროპორტი იყო პირველი ადგილი, რომელმაც დაარღვია 40C-იანი ნიშნული, მიაღწია 40.2C-ს. აღმოსავლეთ ინგლისის დიდმა ნაწილმა, სარეიდან სამხრეთ იორკშირამდე, დააფიქსირა ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე.
ზოგიერთი სარკინიგზო მიმოსვლა გაუქმდა მას შემდეგ, რაც ლიანდაგები გადახურდა და საჰაერო კაბელები ჩაიშალა.
ასობით მეხანძრე ებრძოდა ხანძარს ლონდონში, მათ შორის ვენინგტონში, სადაც ბალახის ხანძარი გავრცელდა კერძო საკუთრებებში. მაცხოვრებლების ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო. რამდენიმე სახლი განადგურდა.
ასევე ხანძრები იყო ლესტერშირში, აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ იორკშირში და ლინკოლნშირში, ჰერტფორდშირში, საფოლკსა და ნორფოლკში.
დედაქალაქში მოსახლეობას მოუწოდეს არ ჰქონდეთ ბარბექიუ, არ დაანთონ კოცონი, ფრთხილად იყვნენ სიგარეტის გადაგდებისას.