რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს | დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 13 წლის ბიჭი 

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას ხარკოვის ოლქი ისევ დაბომბეს. ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად სალტივის რაიონში 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 წლის ბავშვი, ერთმა მოქალაქემ კი დაზიანებები მიიღო. 

"სამწუხაროდ, ოკუპანტების მიერ ხარკოვში, სალტივის რაიონის დაბომბვას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - 13 წლის ბიჭი, კაცი და ქალი. დაშავდა 72 წლის ქალბატონი", - აღნიშნა სინეგუბოვმა.  

მისივე თქმით, მონაცემები ჯერჯერობით საბოლოო არ არის. 

შეგახსენებთ, გუშინ რუსი აგრესორების მიერ ხარკოვზე მიტანილ იერიშს 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 14. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი