ევროპარლამენტარების საგანგებო ვიზიტი საქართველოში დაიწყო - "ოცნება" ამბობს, რომ რეზოლუციისთვის "პასუხს გასცემენ"

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარების საგანგებო ვიზიტი საქართველოში დაიწყო. 6 კაციან დელეგაციას პრეზიდენტის რეზიდენციაში ელოდებიან.

ევროპელი კანონმდებლები, რომლებიც ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი რეზოლუციის ხელმომწერები არიან, საქართველოში შეხვედრებს სწორედ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით იწყებენ. 

ევროპელ დეპუტატებს,  ვინც ივანიშვილის დასანქცირებასა  და დეოლიგარქიზაციას ითხოვს, უნდა უმასპინძლოს მმართველმა გუნდმაც.  შეხვედრები ევროდეპუტატებს ექნებათ ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთანაც. 

განხილვის მთავარი თემა ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება იქნება.

ოპოზიციას არ აქვს მოლოდინი, რომ ვიზიტის მიუხედავად "ოცნება" პოზიციას შეიცვლის.

"ოცნებაში" კი იმეორებენ იგივეს, რომ რეზოლუცია უსამართლო და არაზუსტია და რომ ევროპარლამენტს "არგუმენტირებულად" დაუსაბუთებენ რეზოლუციის უზუსტობებს და "პასუხს გასცემენ":

"ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ ეს პლატფორმა იმისთვის, რომ ამ უზუსტობებზე შესაბამისი პასუხი გავცეთ, არგუმენტირებული და ამასთანავე, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ჩვენ ვაჩვენოთ, თუ როგორ მიმდინარეობს ის პროცესი, რაც დაკავშირებულია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან" ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი გივი მიქანაძე. 
 

ევროპარლამენტარების დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ასევე არიან, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი