კიევის პასუხად, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა სირიამაც გაწყვიტა

გამოქვეყნდა:

ოფიციალური კიევის პასუხად, დიპლომატიური ურთიერთობა უკრაინასთან სირიამაც გაწყვიტა.

ეს გადაწყვეტილება კი პირველმა სწორედ უკრაინამ მიიღო მას შემდეგ, რაც ასადის რეჟიმმა ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობა" აღიარა. 

- "ეჭვგარეშეა, რომ სირიის რეჟიმი კრემლის კურატორების დავალებით ცდილობს, ფსევდოსუბიექტურობა მისცეს დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციებს."- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი