"ვაგნერის" ერთ-ერთი დანაყოფი განადგურებულია - უკრაინა

გამოქვეყნდა:

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ერთ-ერთი დანაყოფი განადგურებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის 58-ე ცალკეული მოტორიზებულ ქვეითთა ბრიგადა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უწყების ცნობით "ვაგნერის" წევრები უკრაინის პოზიციების დაკავების მცდელობის დროს გაანადგურეს. 

ცოტა ხნის წინ, ისინი პოპასნასა და ლისიჩანსკის მიდამოებში ბრძოლებში მონაწილეობდნენ.

"კიდევ ერთხელ, ერთ-ერთ ფრონტზე პოზიციების მტკიცე და გაბედული დაკავებით, თანმიმდევრულობისა და მომზადების წყალობით, Wagner PMC ჯგუფი მთლიანად ლიკვიდირებული იქნა ჩვენი ბრიგადის პერსონალის მიერ" - წერს უწყება 

"ვაგნერის" განადგურებას ლუგანსკის გუბერნატორი, სერგეი გაიდაიც ადასტურებს და წერს, დაჯგუფების დანაყოფი იმ დროს გაანადგურეს, როდესაც უკრაინის 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის პოზიციაზე თავდასხმას ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ "ვაგნერი" რუსული კერძო სამხედრო კომპანია. აღნიშნულ ჯგუფს რუსეთი მოწინავე პოზიციების გასაძლიერებლად და არმიის პირად შემადგენლობაში დანაკლისის შესავსებად იყენებდა. გარდა ამისა, "ვაგნერი" ცნობილია თავისი "ოპერაციებით" აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი