დასავლელი პარტნიორები და ელჩები კვლავ "ქართული ოცნების" თავდასხმის მთავარი სამიზნეა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კრიტიკის ობიექტი ამჯერად ევროკავშირის უკვე ყოფილი ელჩი, კარლ ჰარცელი გახდა.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში "მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა".
"ჩვენ ვერიდებოდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო მოქმედი ელჩი ევროკავშირის, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში, ეს იყო მიმდინარე პროცესი და ასე შემდეგ. თუმცა, დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს", - თქვა კობახიძემ.
ასევე იხილეთ: