"ქართული ოცნების" ლიდერები კორონა პანდემიის შემდეგ პირველ წვეულებას რაჭაში მართავენ. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ამბროლაურში, სასტუმრო "კასრეში" არიან შეკრებილი. ადგილზე "მთავარი არხის" გამოჩენა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ნამდვილ სიურპრიზად იქცა.
"ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების დახურული შეხვედრის მთავარი მასპინძელი რაჭისა და ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძეა. დახურული წვეულება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და მას თბილისის მერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ბექა ოდიშარია, ილია წულაია ესწრებიან. იქ იმყოფება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და "ქართული ოცნების" წევრი ლევან კობიაშვილი.
წვეულებაზე მყოფებიდან "მთავართან" კომენტარი მხოლოდ ბექა ოდიშარიამ გააკეთა. ამბობს, რომ არანაირი დახურული შეხვედრა არ მიმდინარეობს და უბრალოდ, მეგობრების ჯგუფმა, ქვეყნის უმშვენიერეს კუთხეში, რაჭაში, ოჯახის წევრებთან ერთად წასვლა გადაწყვიტეს.