ბრიტანეთის პრემიერობისთვის კენჭიყრის მე-5 რაუნდი დასრულდა | ცნობილია ბოლო 2 კანდიდატის ვინაობა

გამოქვეყნდა:

დიდ ბრიტანეთის პრემიერმინისტრისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერობის თანამდებობაზე კენჭისყრის მე-5 რაუნდი დასრულდა. რბოლას ყოფილი თავდაცვის მინისტრი პენი მორდონტი გამოეთიშა.

ცნობილია ბოლო ორი კანდიდატის ვინაობა - ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის ყოფილი კანცლერი რიშ სუნაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი იბრძოლებენ.

კენჭისყრაში სუნაკმა 137 ხმა, ტრასმა - 113, მორდანტმა კი 105 ხმა მიიღო.

ახლა ლიდერი ორ ფინალისტს შორის, ქვეყნის მასშტაბით კონსერვატიული პარტიის წევრებმა უნდა აირჩიონ. ქვეყნის პრემიერისა და პარტიის თავმჯდომარის ვინაობა ცნობლილი 5 სექტემბერს გახდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი