ოკუპანტების გემი ფოთის პორტში | რუსული სანქცირებული ნავთობი ისევ საქართველოში იყიდება

გამოქვეყნდა:

რუსული სანქცირებული ნავთობი ისევ საქართველოში იყიდება. ფოთის პორტში რუსულმა ტანკერმა რამდენიმე ათასი ტონა საწვავი გადმოტვირთა და საქართველოს ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა. ტვირთის მიმღები ქართული კომპანია აცხადებს, რომ ლეგალურად და კანონის სრული დაცვით მოქმედებს. "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა არ შეუერთდა დასავლურ სანქციებს, რომლებიც კრძლავს რუსული ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას.

ნავთობი კი ნამდვილად რუსულია. უფრო მეტიც - პირდაპირ კრემლთან დაკავშირებული კომპანიის. და საქართველოს ხელისუფლება მას სანქცირებული პროდუქციის რეალიზებაში ეხმარება. ბოლო პერიოდში როსნეფტი ფაქტობრივად ლეგალურად გახდა ქართული ნავთობკომპანიების ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელი. ხომალდიც კი, რომელმაც საწვავი ფოთის პორტში ჩამოიტანა "როსნეფტთან" ერთად კიდევ ერთ რუსულ სახელმწიფო გიგანტს - სბერბანკს ეკუთვნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი