ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ევროპელი დეპუტატები დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავლენ, შემდეგ კი "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან და პრემიერმინისტრთან გეგმავენ შეხვედრას.
შეხვედრა მმართველი პარტიის ლიდერებთან ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის.
მანამდე კი ევროპარლამენტარებმა ოპოზიციას, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორს მოუსმინეს. დასავლელმა პარტნიორებმა მათ დეტალურად განუმარტეს, რა ნაბიჯებია საჭირო ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.