რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შესაძლებელია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსი ოკუპანტები უკრაინაში ცდიან ყველა ტიპის იარაღს, რომელთა გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ შეუძლიათ. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა უკრაინის გამარჯვებისთვის, რათა მომავალში სხვა ევროპულ ქვეყნებს ასეთი ზიანი არ მიადგეს.

"როდესაც ჩვენ მივმართავთ პარტნიორებს ამა თუ იმ თხოვნით, ამა თუ იმ რჩევითა თუ მოთხოვნით, ეს ეფუძნება უკრაინის გამოცდილებას - იმას, რაც უკვე განვიცადეთ. რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შესაძლებელია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ეს დაიწყო გაზის ომით და დასრულდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრით, სარაკეტო ტერორით და გადამწვარი ქალაქებით. იმისთვის, რომ ეს სხვას არ დაემართოს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ხელშესახები ერთობლივი გამარჯვება უკრაინაში რუსეთზე. რაც უფრო ადრე გაკეთდება ეს, მით ნაკლები ზიანი და ტანჯვა ექნება ყველა ევროპულ ოჯახს, ყველა ევროპულ ქვეყანას", - თქვა ზელენსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ სანქციების მე-7 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, საჭირო იქნება მერვე პაკეტზე მუშაობის დაწყება. 

"აუცილებელია უკრაინაში თანამედროვე იარაღის მიწოდების გაზრდა, ჩვენი სახელმწიფო ეფექტური საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი