
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 358 ბავშვია დაღუპული, 681-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 361, ხარკოვის ოლქში - 194, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 61, ნიკოლაევის ოლქში - 53, ხერსონის ოლქში - 52, ზაპოროჟიეს ოლქში - 40.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 185 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 221 სრულად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.