რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის მასობრივი დაბომბვა დაიწყეს, არიან დაჭრილები

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დილიდან ხარკოვის მასობრივი დაბომბვა დაიწყეს - ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

"რუსები თავს ესხმიან ხარკოვს. მაცხოვრებლების საყურადღებოდ: დარჩით თავშესაფრებში, არ გახვიდეთ გარეთ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, ნუ უგულებელყოფთ განგაშის სიგნალებს", - თქვა სინეგუბოვმა.

ადგილობრივებს ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმაც მიმართა: "ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბნის დაბომბვა გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში!". 

მანვე აღნიშნა, რომ დაბომბვის შედეგად არიან დაჭრილები, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუზუსტებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი