გაზპრომმა ჩრდილოეთ ნაკადი 1-ით ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდება აღადგინა

გამოქვეყნდა:

გაზპრომმა ევროპისთვის ჩრდილოეთ ნაკადი 1-ით ბუნებრივი აირის მომარაგება განაახლა. მილსადენით გაზის მიწოდება 11 ივლისს გეგმიური სამუშაოების გამო შეწყდა.

ჩრდილოეთ ნაკადი 1 ბალტიის ზღვაზე გადის და ის ყოველწლიურად რუსეთიდან გერმანიაში 55 მილიარდ კუბურ მეტრს გზავნის. გაზსადენით არა ერთი ევროპული ქვეყანა მარაგდება.

გასულ თვეში რუსეთმა ჩრდილოეთ ნაკადი 1-ით ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეამცირა, ამის მიზეზად კი თქვა, რომ კანადამ დააგვიანა დაებრუნებინა ტურბინები, რომელსაც არემონტებდნენ.

კანადა დათანხმდა ტურბინების დაბრუნებას, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ის რუსეთის ენერგეტიკის სექტორზე სანქციებს გააფართოებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი