
უკრაინაში, ომის დაწყების დღიდან რუსებმა 24 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სულ დარეგისტრირებულია 24 208 სამხედრო დანაშაული, რომელთაგან 23 316 ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას, 73 აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებასა და წარმოებას, 21 ომის პროპაგანდას, 798 კი სხვადასხვა დანაშაულს მოიცავს.
გარდა ამისა, სამხედრო დანაშაულებთან ერთად დაფიქსირებულია 11 ათასზე მეტი დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რეგისტრირებულია 11 620 დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ, საიდანაც 8074 - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაა , 1373 - სახელმწიფო ღალატის, 1625 - თანამშრომლობის აქტივობების, 99 - აგრესორი სახელმწიფოს დახმარების, ხოლო 64 - დივერსიის.