სკოლის დირექტორების ჩართვა არჩევნებში, მმართველი პარტიის სასარგებლოდ - არასამთავრობოების მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტში, რომელშიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემული ინფორმაციებია, ნათქვამია, რომ 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი აღარ დანიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ
"112 პირიდან მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 95 დირექტორი იყო შეფასებული. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს მათგან 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, მმართველ პარტიას - 80 დირექტორი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს - 89. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დადასტურების შემთხვევაში უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა." ნათქვამია კვლევაში
სოსო გოგაშვილის მიერ, არასამთავრობპებოსთვის გადაცემული ცნობებით, დირექტორებს მათი პროფესიული უნარ-ჩვევევების გარდა, პოლიტიკურ შეხედულებებსაც უმოწმებდნენ და ადგილობრივი რესურსეცენტრები და სუსი აფასებდა. დირექტორები ფასდებოდნენ 2 კრიტერიუმით - "შეუსაბამო" და
„2018 წლის ქცევები”.
"შეუსაბამო" გულისხმობდა დირექტორის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პოლიტიკური ნეიტრალურობის, ნიჰილიზმისა და პროფესიული განვითარების და სიახლეებისადმი ნაკლებად სწრაფვის შესაბამისობის შემოწმებას;
ხოლო კატეგორია „2018 წლის ქცევები“ - საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში სკოლის დირექტორების ქმედებებს აფასებდა.
დოკუმენტის მიხედვით, სუსი თანამდებობიდან გათავისუფლების რეკომენდაციას იძლეოდა, თუ დირექტორი:
როცა სუსი მმართველი პარტიის მიმართ კეთილგანწყობის გამო დირექტორის პოზიციაზე დარჩენას მიზანშეწონილად აფასებდა, წერდა, რომ: „არის არსებული ხელისუფლების მხარდამჭერი, მიზანშეწონილია დარჩეს აღნიშნულ თანამდებობაზე“
სამაგიეროდ არ იყო რეკომენდებული ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების დირექტორის პოზიციაზე დარჩენა.
მაგალითად, დოკუმენტში ერთ-ერთი სკოლის დირექტორი სუს-ის მიერ შემდეგნაირად არის შეფასებული:
,,2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში უჭერდა მხარს პარტია ,,ევროპულ საქართველოს”-ს, მიზანშეუწონელია დაინიშნოს თანამდებობაზე” ან ,,თავს არიდებს მითითებების შესრულებას, ოპოზიციურად არის განწყობილი მმართველი გუნდის მიმართ, მისი თანამდებობაზე დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი.”
ერთ-ერთი დირექტორის გათავისუფლების რეკომენდაციის საფუძვლად კი აღნიშნული იყო: „საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მხარს უჭერდნენ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს.“
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მამხილებლის მიერ გადაცემული ფაქტები და დოკუმენტაცია დამატებით მტკიცებულებად უნდა იქნას განხილული ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე, ია კერზაიაზე განხორციელებული ზეწოლის ნაწილში.
შეგახსენებთ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის პერიოდში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში არაგეგმიური ინსპექტირება ჩატარდა. ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე სკოლის სამეურვეო საბჭოს სკოლის დირექტორის, ია კერზაიას უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის რეკომენდაცია მიეცა.
თავად ია კერზაია ინსპექტირებას პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებდა და ამის შესახებ საჯაროდ საუბრობდა. სატელევიზიო
კომენტარში მან განაცხადა, რომ პირად საუბარში დაავალეს სკოლის პედაგოგებთან სალომე ზურაბიშვილის სასარგებლო აგიტაცია, რაც არ გააკეთა.
არაგეგმიურ ინსპექტირებას კერზაია მის დასჯად განიხილავდა. 2 დეკემბერს ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 9 დეკემბერს გარდაიცვალა.
ია კერზაიას ოჯახის წევრების განცხადებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მანამდე არ ჰქონია.