"ეს არის სისულელე... დაგაკმაყოფილათ პასუხმა?" | კალაძის ცინიზმი არჩევნების გაყალბების სკანდალზე

გამოქვეყნდა:

"ეს არის სისულელე... დაგაკმაყოფილათ პასუხმა?" - ასე ცინიკურად პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე "მთავარი არხის" ჟურნალისტს და არჩევნების გაყალბების სკანდალს ეხმაურება. 

"არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და თუ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობს, ეს არის ISFED-ის გაყალბებული პარალელური დათვლები. ეს არის რეალობა, ეს არის დამტკიცებული ფაქტები, რომ ISFED-მა პარალელური დათვლები გააყალბა. ამის შედეგად მისი ხელმძღვანელი გადადგა და მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით შემოიფარგლა და მე უბრალოდ არ მესმის, რატომ არ ჩაყვნენ ამ საქმეს ბოლომდე... 

[...]

"არ დაგცინით, უბრალოდ ნახეთ როგორ იქცევით. დამისვა შეკითხვა, ვუპასუხე.

[...]

ეს არის სისულელე. დაგაკმაყოფილათ პასუხმა? ეს არის ჩემი შეფასება. რას ნიშნავს ოფიციალური დოკუმენტი, ეს არის ჩემი შეფასება. ასე რომ თუ თქვენ გაქვთ სხვა დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, ეს თქვენი მოსაზრებაა. მე გეუბნებით ჩემ მოსაზრებას", - ამბობს კალაძე.

არასამთავრობოების ინფორმაციით, მამხილებლის მიერ მოწოდებულ ფაილებსა და კორესპონდენციაში ასევე იყო ათობით დოკუმენტი - „მოხსენებითი ბარათები“, რომლითაც სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ რეგიონული ხელმძღვანელები, როგორც წესი, პარტიის ხელმძღვანელების სახელზე (ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, აგრეთვე რეგიონული მდივანი - დიმიტრი სამხარაძე) წერდნენ განცხადებას და ითხოვდნენ საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სხვადასხვა უწყების თანამშრომლების პარტიის შტაბში გადმოყვანას (მაგალითისათვის, იხ. სურათი N42). როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ რეგიონული ოფისები რეგულარულად და ფორმალიზებული წესით (მოხსენებითი ბარათით) ითხოვდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების არჩევნებში ჩართვას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებში პირდაპირ არ ჩანს პარტიის ხელმძღვანელების რეაგირება ამ მოთხოვნებზე, ამ პროცესის სავარაუდოდ ორგანიზებული და სისტემატიური ხასიათი ცხადყოფს, რომ ეს იყო დამკვიდრებული პრაქტიკა და საარჩევნო პერიოდში ეს სქემა სრული მასშტაბით მოქმედებდა.

ამ შემთხვევაში იკვეთება სამართალდამცავი უწყებების მმართველი პარტიის მიზნებისთვის გამოყენება, რაც მასშტაბურ სისტემურ სამოხელეო დანაშაულების ჩადენაზე მიუთითებს. აგრეთვე, ამ ქმედებებით ირღვევა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი