გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა - კასიანოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის აგრესიას უკრაინისა და მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ ბიძგი უნდა მიეცა ჩვენი ქვეყნების პრაქტიკული და ეფექტური თანამშრომლობისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურ სფეროში, არამედ ჩვენს საერთო მტერთან დაპირისპირების პრაქტიკულ განზომილებაშიც - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.  

საქართველო - უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის დაშოშმინებისა და არგაღიზიანების პოლიტიკა მხოლოდ ახალისებს პუტინის რეჟიმს, რომ მოახდინოს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. 

კასიანოვის თქმით, დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, უკრაინას ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა.

"დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ ეს არ ხდება და არ აკმაყოფილებს ჩვენს მოლოდინებს და გაგებას, თუ რას ითვალისწინებს სტრატეგიული პარტნიორობა". ამბობს კასიანოვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი