"ეს ზღაპრები, თქვენ რაც ბრძანეთ, ხო, მაგის კითხვის დასმაც კი ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი. და თქვენგანაც, როგორც ჟურნალისტისგან, მე არ მაქვს სურვილი, რომ ამ აღნიშნულ ბრალდებაზე მე და თქვენ მოგვიწიოს სამართლებრივ ჭრილში პასუხის გაცემა ერთმანეთისთვის... ნუ მაიძულებთ, ნახეთ, დავამთავრებ... თქვენ თუ შეიძლება, რომ მომისმინოთ. შეიძლება რომ მომისმინოთ? მე გპასუხობთ, რომ ჩემთვის ეს კითხვის დასმაც კი თქვენი მხრიდან, როგორც ჟურნალისტის, არის შეურაცხმყოფელი", - ასე პასუხობს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე მამუკა ნავერიანი "მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ არჩევნების გაყალბების სკანდალთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
ცნობისთვის, ნავერიანი ფიგურირებდა იმ ჩანაწერებში, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლებმა ცოტა ხნის წინ წარმოადგინეს.