EU-ს წევრი ქვეყნები დათანხმდნენ გაძლიერებულ სანქციებს კრემლის წინააღმდეგ. შევინარჩუნებთ ზეწოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება - ლაიენი

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის პრეზიდენტის,  ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ მორიგ, გაძლიერებულ სანქციებს დათანხმდნენ.

"წევრი ქვეყნები დათანხმდნენ ევროკავშირის გაძლიერებულ, გახანგრძლივებულ სანქციებს კრემლის წინააღმდეგ.
მივესალმები ამას.
ეს ძლიერ სიგნალს უგზავნის მოსკოვს: ჩვენ შევინარჩუნებთ ზეწოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება" დაწერა ლაიენმა ტვიტერზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი