"დიპლომატიური დემარში და გაუგონარი სირცხვილი" | "ოცნება" ანტიდასავლურ კამპანიას განაგრძობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ღია ანტიდასავლური კამპანია კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს. ივანიშვილის გუნდი კრემლში გაწერილი გეგმით მოქმედებს და მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყნას, რაც მხოლოდ მოსკოვის ინტერესებშია.

დასავლელ პარტნიორებზე დაუსრულებელ თავდასხმებს ყოფილი დიპლომატები და სამოქალაქო საზოგადოება დიპლომატიურად დემარშად აფასებს. ამბობენ, რომ ეს შავი ლაქაა ქვეყნისთვის რომელიც ევროპინტეგრაციისკენ ისწრაფვის.

სახელმწიფო დეპარტამენტის პარალელურად, ქართულმა ოცნებამ უმწვავესი პასუხი მიიღო ევროკავშირიდან, მმართველ გუნდს ვალდებულებები შეახსენეს და დამნაშავეები სტრატეგიულ პარტნიორებში არ უნდა ეძებონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი