ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით რეზოლუციაში ცალკეულ ჩანაწერებზე- კობახიძე ევროპარლამენტარებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის დელეგაცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის საკითხი იყო, რომელზეც მისივე თქმით, "ამომწურავად" ისაუბრეს. კობახიძემ საუბრის დეტალები არ გაამჟღავნა: 

"ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით თანმდევ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიც არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ცალკეული ჩანაწერები, რომლებიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებაში. რა თქმა უნდა, ამ საუბრების შინაარსს ჩვენ დეტალურად გარეთ ვერ გამოვიტანთ, ეს იყო დახურული შეხვედრა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იყო ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით და მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს" განაცხადა კობახიძემ 

 კობახიძემდე ევროდეპუტატები მთავრობის ადმინისტრაციაში ღარიბაშვილს შეხვდნენ.

უკვე მეორე დღეა საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია იმყოფება დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში არიან ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო. 

ევროდეპუტატები დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ, იმყოფებოდნენ ასევე მცხეთაში და მოინახულეს სვეტიცხოველი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი