იტალიის პრეზიდენტმა სენატი და დეპუტატთა პალატა დაითხოვა | ქვეყანაში ვადამდელი არჩვენები უნდა ჩატარდეს

გამოქვეყნდა:

იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ხელი მოაწერა განკარგულებას პარლამენტის დაშლის შესახებ, რაც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

მატარელამ გადაწყვეტილება ქვეყნის კონსტიტუციის 88-ე მუხლის შესაბამისად, იტალიის პარლამენტის ორივე პალატის სპიკერთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. 

მისი თქმით, არჩევნები 70 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, რაც მთავრობას უტოვებს უფლებას განსაზღვროს ზუსტი თარიღი, რომელიც სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს იქნება.

"პერიოდი, რომელსაც გავდივართ, არ იძლევა პაუზას [მთავრობის] ქმედებებში, რომელიც 
აუცილებელია ეკონომიკური და სოციალური კრიზისის და ინფლაციის მატების დასაძლევად“, - თქვა მატარელამ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი გადადგა. მისი განცხადება დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დააკმაყოფილა.

თანამდებობის დატოვების შესახებ დრაგიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამთავრობო კოალიციის სამმა პარტიამ მას უნდობლობა გამოუცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი