როგორ აყალბებს "ოცნება" არჩევნებს | სოსო გოგაშვილის შურისძიება და გასაჯაროებული ფაილები

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, რომელიც საკუთარმა გუნდმა გაწირა, ხელისუფლების დიდ მხილებას იწყებს. სუს-ის ყოფილი შეფის სოსო გოგაშვილის შურისძიება აქტიურ ფაზაში გადავიდა. გასაჯაროებულია ასობით ფაილი, რომლითაც იშიფრება როგორ აყალბებდა ოლიგაქრქის გუნდი არჩევნებს, ისაკუთრებდა ხალხის ხმებს და ყოველ ჯერზე იტაცებდა ძალაუფლებას.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიწოდებული დოკუმენტებით მარტივად დასტურდება, რომ "ქართული ოცნება" ამომრჩევლის მხარდაჭერას კანონის გვერდის ავლით ან უხეში დარღვევით იღებდა. კრიმინალების შეწყალება, პრობაციის ვადების გაუქმება, ჯარიმების და ვალების განულება და  ჩამორთმეული დოკუმენტების აღდგენა - ეს არის სქემის ერთი ნაწილი.

ამავე დოკუმენტებით ნათელი ხდება, რომ მმართველი პარტია სრული მასშტაბით იყენებს სახელისუფლებო რესურსებს იუსტიციის სამინისტროში, განათლების, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი