"FIFA 23"-ში რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები აღარ იქნება | EA Sports

გამოქვეყნდა:

"EA Sports"-ის ინფორმაციით, თამაშში "FIFA 23" რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები არ არის.

მას შემდეგ რაც "EA Sports"-მა რუსეთი უკრაინაში სასტიკი შეჭრის გამო "FIFA 22"-დან გაიყვანა, განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრები და ყველა რუსული კლუბი "FIFA 23"-ში აღარ იქნება. 

"EA Sports სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და  ხმა, მოუწოდებს რუსეთს მშვიდობისა და უკრაინაში შეჭრის შეწყვეტასაგან.. "FIFA-სა და UEFA-ს ჩვენი პარტნიორების შესაბამისად, EA Sports არ მოიცავს რუსეთის ეროვნულ გუნდს ან რუსულ კლუბებს FIFA 23-ში." - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მარტში, EA-მ გამოაცხადა, რომ შეწყვეტს თამაშებისა და კონტენტის  გაყიდვას, მათ შორის ვირტუალური ვალუტის პაკეტებს, რუსეთსა და მის მოკავშირე ბელორუსიაში.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი