"თავისი გამოსვლებით კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს უმრავლესობა" | სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მხრიდან ევროპაში მისი ვიზიტების არაკონსტიტუციურად შეფასებასაც ეხმაურება. საზმაუს ეთერში მან თქვა, რომ უმრავლესობა, თავისი გამოსვლებით, კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს.

"მე შევასრულე ის მუხლი კონსტიტუციის [78-ე მუხლი], რომელიც მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემს შესაძლებლობაშია, რომ წინ წავწიოთ ევროინტეგრაცია. და სხვათა შორის ამ მუხლს ბევრი თავისი გამოსვლებით არღვევს სწორედ უმრავლესობა... ყველაფერს რომ აკეთებ იმისთვის, რომ არ მოხდეს [ევროინტეგრაცია], ეს არის კონსტიტუციის დარღვევა", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი