რუსეთის არმიას პანიკა დაეწყო - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი უკრაინელები კარგად აცნობიერებენ, რა ხდება და ხედავენ პანიკურ განწყობას რუსეთის არმიაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

"რუსეთის არმიას პანიკა დაიწყო, როგორც კი ჩვენი HIMARS-ი გამოჩნდა. რატომ ? იმიტომ რომ თავდასხმის ქვეშ არის ლოჯისტიკური ცენტრები და საბრძოლო მასალის საწყობები, ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღების ცენტრები. ეს ყველაფერი პანიკას იწვევს [რუს ოკუპანტებში] და ამ ყველაფერს ადგილობრივები გრძნობენ. მათ ესმით, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნება", - თქვა პოდოლიაკმა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს.

"მხოლოდ შეიარაღებული საშუალებებით. არც დიპლომატია, არც მინსკის ახალი ფორმატი არ დაგვეხმარება. ეს არის მთავარი და ეს უნდა გავიგოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ სამხედრო გზით დავამტკიცებთ, რომ რუსეთის ფედერაციას არც ლეგალური და არც დე ფაქტო ინსტრუმენტი აქვს ამ ტერიტორიაზე გავლენის მოსახდენად", - თქვა მიხაილო პოდოლიაკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი