ბრაზილიაში, კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ რეიდის დროს, 18 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში, ბარაკების ტიპის დასახლებაში კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული რეიდის შედეგად.

BBC -ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის, 16 კრიმინალში ეჭვმიტანილი პირია, ერთი პოლიციელია, ხოლო ერთი, შემთხვევით გამვლელი.

სპეცოპერაციაში 400 სამართალდამცველი, 10 ჯავშანმანქანა და ოთხი ვერტმფრენი იყო ჩართული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი