"ვისურვებ, საქართველო და ევროპა არასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს" | გერმანიის ელჩი დიპლომატიურ მისიას ასრულებს

გამოქვეყნდა:

გერმანიის ელჩი ჰუბერთ ქნირში საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. გუშინ საღამოს გამართულ მიღებაზე, ქნირშმა თქვა, რომ მისი სურვილია, საქართველო და ევროპა ერთმანეთს არასდროს დაშორდნენ.

"თუ შეიძლება ერთი რამ ვისურვო, არის ის, რომ საქართველო და ევროპა არასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს. არავის მისცეთ ამის უფლება! ჩვენი პარტნიორობა ფუნდამენტურია და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად სიმტკიცე გამოვიჩინოთ მის შესანარჩუნებლად. საყვედურებსა და პოლემიკას აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი", - თქვა გერმანიის ელჩმა.

ცნოისთვის, ჰუბერტ ქნირში ამ თანამდებობას 2018 წლის 18 სექტემბრიდან იკავებს. მისი შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი